ქეითსა და მის ოჯახს ჯანმრთელობას ვუსურვებთ - პრინცი ჰარი და მეგანი

23.03.24 10:27
ქეითსა და მის ოჯახს ჯანმრთელობას ვუსურვებთ - პრინცი ჰარი და მეგანი

პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგან მარკლი ქეით მიდლტონის შესახებ საერთო განცხადებას ავრცელებენ:

ჩვენ ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და გამოკეთებას ქეითსა და მის ოჯახს და ვიმედოვნებთ, რომ ამას არასაჯაროდ და სიმშვიდეში შეძლებენ", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქეით მიდლტონმა X-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.