რუსეთი პანიკამ მოიცვა - რას ამბობენ მოსკოვიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები (პირველი კომენტარები)

23.03.24 11:04
რუსეთი პანიკამ მოიცვა - რას ამბობენ მოსკოვიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქეები (პირველი კომენტარები)

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი სროლების შემდეგ, რუსეთი პანიკამ მოიცვა. ასეთი რამ აგრესორ ქვეყანაში დიდი ხანია არ მომხდარა. მოსკოვის ქუჩები დაცარიელდა, აეროპორტები კი გადაივსო. ცოტა ხნის წინ თბილისში ქართული ავია-ხომალდი დაეშვა, რომლითაც მოსკოვიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოფრინდნენ.

საქართველოს მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, მოსკოვში მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ თეთრ ავტომანქანას, თუმცა აცხადებენ, რომ რუსეთის აეროპროტში გამკაცრებული ზომები არ შეინიშნებოდა და არც სპეცდანიშნულები რაზმი იდგა.

აეროპორტში სიცარიელე იყო, გამკაცრებული ზომები არ შემიმჩნევია, განსაკუთრებული კონტროლი, სპეცდანიშნულები რაზმი არ შემინიშნავს. გადაკეტილი ჰქონდათ ერთი კონკრეტული ადგილი და ვსო და ეძებდნენ თეთრ მანქანას", - ამბობს მოსკოვიდან ჩამოფრენილი საქართველოს მოქალაქე. 

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ სროლებს სასწაულით გადაურჩა ქართველი ქალი. სოფო კვირიკაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც "კროკუს სითი ჰოლიში" ჯგუფ "პიკნიკის" მოსასმენად მივიდა, თუმცა მოულოდნელ ყველაფერი შეიცვალა. არსებული ინფორმაცით, სროლის დაწყების შემდეგ, ქალმა დარბაზიდან ავარიული გასასვლელით სარგებლობა მოასწრო. 

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 145-ს აღწევს. მათ შორის 5 ბავშვია, რომელთაგან ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მის გადარჩენას ახლა რუსი მედიკოსები ცდილობენ.

რუსეთის საგამოძიებო სამსახურები აქვეყნებენ კადრებს, რომლითაც იტყობინებიან, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ შეიარაღებულმა პირებმა იერიში "საიგას" ტიპის ავტომატებით მიიტანეს. ამ კადრებით ირკვევა, რომ თავდამსხმელები საკონცერტო დარბაზში კბილებამდე შეიარაღებულები შეიჭრნენ. ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ სავარაუდო თავდამსხმელებიდან ერთი უკვე დააკავეს. რუსეთში გლოვაა, ტრაგედიის ადგილზე კი ამ დრომდე სამართალდამცველები  პატრულირებენ.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

მსგავსი სიახლეები