ოკუპანტების იერიში ხარკოვის ოლქზე - არიან დაშავებულები
ოკუპანტების იერიში ხარკოვის ოლქზე - დაშავებულები არიან პოლიციელი და მაშველები. დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანები.
არსებული ინფორმაციით, შუაღამით, ქალაქზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე 3-სართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მაშველები სწორედ მის ჩაქრობას ცდილობდნენ, რა დროსაც რუსები კვლავ თავს დაესხნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიციაც იყო მობილიზებული.