"ჰამასი" მოსკოვში მომხდარ ტერაქტს გმობს

23.03.24 12:42
"ჰამასი" მოსკოვში მომხდარ ტერაქტს გმობს

ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი" მოსკოვში მომხდარ ტერაქტს გმობს - ამის შესახებ "ჰამასი" ტელეგრამ არხზე ავრცელებს ინფორმაციას.

დაჯგუფება რუსეთის ხელისუფლებასა და შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა (ჰამასი) უმკაცრესად გმობს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა" - წერია ჰამასის განცხადებაში. 

ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.