"მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას" - სანდუ მოსკოვის ტერაქტზე

"მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას" - ასე ეხმაურება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტს.
"მოსკოვში გუშინ საკონცერტო დარბაზში თავდასხმის საშინელი სურათები ვიხილეთ. მოლდოვა გმობს ტერორიზმის ყველა ფორმას. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულების ახლობლებთან და დაშავებულებთანაა."- განაცხადა სანდუმ.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.