ინტერპოლი მზადაა, რუსეთის ხელისუფლებას თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს
ინტერპოლი გამოთქვამს მზადყოფნას, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის გამოძიებაში რუსეთის ხელისუფლებას დაეხმაროს - ამის შესახებ განცხადება ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ შტოკმა გააკეთა.
ორგანიზაცია გმობს მომხდარს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
Crocus City Hall-ზე თავდასხმას მკაცრად ვგმობ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი აქტი იყო. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა, რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებას მხარი დაუჭიროს," - განაცხადა შტოკმა.
ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.