ტერაქტი მოსკოვში - დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

23.03.24 12:50
ტერაქტი მოსკოვში - დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

ორ საათში მოსკოვში დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა. რუსულ საკონცერტო დარბზაში მომხდარი სროლების დროს დაჭრილების მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მედიკოსებს მათი გადარჩენა უჭირთ. საყურადღებოდ ფასდება ერთი მოზარდის მდგომარეობაც. რუსულ საავადმყოფოებთან მოქალაქეების გრძელი რიგები დგას. ხალხი დაჭრილებითვის სისხლს აბარებს. 

დილიდან რუსეთში გლოვააა. ხალხი, სხვადასხვხვაა ქალაქებში, სითი ჰოლში დაღუპულთა საპატივცემულოდ, მემორიალებს სახელდახელოდ აწყობს და  ყვავილები მიაქვთ. ამ ფონზე, ცნობილი ხდება რომ ინტერპოლი მზად არის რუსეთის ხელისუფლებას გამოძიებაში დაეხმაროს.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.