"კროკუს სითი ჰოლში" თავდასხმაზე სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს - მედია

23.03.24 12:56
"კროკუს სითი ჰოლში" თავდასხმაზე სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს - მედია

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში განხორციელებულ თავდასხმაზე სამართალდამცველებმა 11 ადამიანს დაადეს ხელბორკილები - მედია ФСБ-ის დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვზე დაყრდნობით წერს, დაკავებულთა შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია.

გამოცემების ინფორმაციით, პოლიციამ ბრიანსკის ოლქში ცეცხლი სავარაუდო ეჭვმიტანილთა ავტომობილს გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი პირი დაშავდა და ახლა მას სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ირკვევა, რომ ავტომობილი "რენოს" მარკის იყო. ასევე, ვრცელდება ცნობები, რომ ექვსიდან ოთხი ეჭვმიტანილი 21-წლიდან 51-წლამდე ასაკის არიან, რომლებიც სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.  

მსგავსი სიახლეები