რუსეთი ადასტურებს, რომ მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ ვაშინგტონმა ინფორმაცია გადასცა

23.03.24 13:34
რუსეთი ადასტურებს, რომ მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ ვაშინგტონმა ინფორმაცია გადასცა

მოსალოდნელი ტერაქტის მზადების შესახებ ვაშინგტონის მიერ ინფორმაციის მიწოდებას რუსული მხარე ადასტურებს - ადგილობრივი მედია "ტასი" სპეცსამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს, თუმცა "ის ზოგადი ხასიათის იყო".

ცნობისთვის, 7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საეოლჩოებიც.

საელჩო აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმის გარდაუვალი გეგმები აქვთ". - წერდა აშშ-ს საელჩო მოსკოვში.

შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.