აშშ-ის სენატმა 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

23.03.24 13:44
აშშ-ის სენატმა 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 1.2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო - ინიციატივა 74 ხმით დაამტკიცეს.

ახალი კანონპროექტი შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ხელმოწერის მიზნით უკვე გადაეგზავნა.

ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ კენჭისყრის ჩასატარებლად შეთანხმებას მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები