ბელგოროდზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

23.03.24 14:11
ბელგოროდზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდში მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა - ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, თავდასხმას საცხოვრებელი სახლები, მანქანები და ავტობუსები დააზიანა.

გლადკო სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. ასევე, გუბერნატორი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეტევის შედეგად, ჩერნიანსკის რაიონში ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.