"ნახევარი მილიონი გადამიხადეს, რომ ხალხი დამეხოცა, იარაღიც თავად მომცეს" - რას ყვება ტერაქტისთვის დაკავებული
რუსულ ტელეგრამებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. ტერორისტებს, რომლის ნაწილი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა, მილიონ რუბლზე მეტს დაჰპირდნენ იმისთვის, რათა ტერაქტი მოეწყოთ და ადამიანები დაეხოცათ.
ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებული დაკითვხისას ყვება.
რას აკეთებდი კროპუსში?
- ჩავცხრილე ხალხი
- ფულისთვის სანაცვლოდ?
-კი
- რამდენი აიღე ?
- ნახევარი მილიონი რუბლი
- ვინ მოგცა?
- ჯერ არ ამიღია ნახევარი მომცეს
- როგორ?
- ბარათზე ჩამირიცხეს?
- იარაღი ვინ მოგაწონა?
- თვითონ მათ მომცეს?
- მათ ვინ?
- არ ვიცი ტელეგრამით ვკონტაქტობდი, მწერდნენ სახელის და გვარის გარეშე", - ამბობს დაკავებული დაკითხვისას
ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შესახებ დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.
Reuters-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.