ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს - მიშელი

23.03.24 15:57
ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს - მიშელი

ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდართ თავდასხმას გმობს - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიშელი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ტერაქტში ჩართული ყველა პირი საკადრისად დაისჯება.

ვგმობ მოსკოვში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ნებისმიერ ადგილას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის განადგურება ადამიანური ტრაგედიაა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.

შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 145-მდე გაიზარდა.  

მსგავსი სიახლეები