საფრანგეთი მკაცრად გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს - მაკრონი

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება - ემანუელ მაკრონი მომხდარს გმობს და იმედს გამოთქვამს, რომ ტერაქტში ჩართული ყველა პირი საკადრისად დაისჯება.
მაკრონი მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებს.
საფრანგეთი მკაცრად გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. სოლიდარობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, დაშავებულებს და რუს ხალხს“, - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 145-მდე გაიზარდა.