რაფაში შესვლა ისრაელს გლობალურ იზოლაციაში მოაქცევს - ბლინკენი

23.03.24 16:22
რაფაში შესვლა ისრაელს გლობალურ იზოლაციაში მოაქცევს - ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ისრაელს აფრთხილებს - ენტონი ბლინკენი IDF-ს მოუწოდებს, რომ რაფაში სახმელეთო და საჰაერო ოპერაცია არ ჩაატარონ, რადგან შესაძლოა, ისრაელი გლობალურ იზოლაციაში მოექცეს. 

ბლინკენი რისკებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლა, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანის დაღუპვას განაპირობებს. 

ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის მიზანს, რომ ჰამასი გაანადგუროს, თუმცა მასშტაბური სახმელეთო სამხედრო ოპერაცია რაფაში არ არის გზა ჰამასის გასანადგურებლად" - თქვა ენტონი ბლინკენმა.