მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ადამიანური სტანდარტების უხეში დარღვევაა - თალიბანი

23.03.24 16:27
მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ადამიანური სტანდარტების უხეში დარღვევაა - თალიბანი

ავღანეთის მმართველი ისლამისტური დაჯგუფება თალიბანი მოსკოვში განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

თალიბანის კონტროლის ქვეშ მყოფი ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერაქტს ადამიანური სტანდარტების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 145-მდე გაიზარდა.  

მსგავსი სიახლეები