ტერაქტი მოსკოვში - დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

23.03.24 16:40
ტერაქტი მოსკოვში - დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა.

რუსული მედია "Ria Novosti" მარგარიტა სიმონიანზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანია. 

შეგახსენებთ, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ.