მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებზე - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის ფაქტს გმობს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებს მოსკოვის „კროკუსის სითი ჰოლში“, რომელზეც პასუხისმგებლობას „ისლამური სახელმწიფო“ იღებს. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს, მსხვერპლთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 145-მდე გაიზარდა.