პუტინის პირველი განცხადება: ტერორისტები უკრაინისკენ მოძრაობდნენ
მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ პუტინი მედიასთან პირვალაგ გამოჩნდა და ისრები უკრაინისკენ გადაიტანა.
რუსი დიქტატორი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელები უკრაინისკენ გარბოდნენ, სადაც უკრაინული მხარე მათთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას გეგმავდა.
ტერორისტული თავდასხმებში პირდაპირ ჩართული ოთხივე პირი, ყველა მათგანი, ვინც ხალხს ესროლა და მოკლა, ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი გაქცევას ცდილობდნენ და უკრაინის მიმართულებით მოძრაობდნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინული მხარისგან მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის ფანჯარა მზადდებოდა". - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, ჯამში 11 პირია დაკავებული