ტერაქტში უკრაინის მონაწილეობა არ დასტურდება - დიდი ბრიტანეთი პუტინს აფრთხილებს

24.03.24 10:02
ტერაქტში უკრაინის მონაწილეობა არ დასტურდება - დიდი ბრიტანეთი პუტინს აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთი პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს Crocus City Hall-ში განხორციელებული ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ესკალაციის საბაბად. 

პუტინის სასოწარკვეთილი სურვილი, გადაიტანოს ეს ყველაფერი უკრაინაზე, გასაკვირი არ არის, რადგან ის ცდილობს,  მოატყუოს რუსი ხალხი, თითქოს რუსეთში განხეთქილება არ არის. მან არ უნდა გამოიყენოს ეს შეთითხნილი კავშირი უკრაინაში თავისი უკანონო ომის გასააქტიურებლად, - თქვა  The Telegraph-თან ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსანმა.

ამავდროულად, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსერვატორებიდან, ალისია კერნსმა, აღნიშნა, რომ რუსული მედია უკვე ავრცელებს სავარაუდო უკრაინელი ოფიციალური პირების ყალბ ვიდეოებს, რითაც  ცდილობს დაადანაშაულოს უკრაინა და დაიცვას პუტინი ომის დანაშაულებისგან, რომელსაც ის სჩაიდ უკრაინაში ან ჩაიდენს სხვაგან.

არ არსებობს რაიმე მინიშნება უკრაინასთან კავშირზე და არც რაიმე სანდო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მათ მონაწილეობაზე, - დასძინა მან.

2024 წლის 22 მარტის საღამოს მოსკოვის რეგიონში ტერორისტული აქტი მოხდა. Crocus City Hall-ში უცნობმა პირებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა.

რუსული მედიის ცნობით, ტერაქტს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან როგორც სროლის შედეგად დაღუპულები, ისე ხანძრის შედეგად გარდაცვლილებიც. 

მსგავსი სიახლეები