"ნაძირალა პუტინი ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს" - ზელენსკი ტერაქტზე

24.03.24 10:19
"ნაძირალა პუტინი ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს" - ზელენსკი ტერაქტზე

”რაც გუშინ მოსკოვში მოხდა, ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ სხვაზე გადაბრალებას. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს უკვე ნანახი გვაქვს: აფეთქებული სახლები და სროლები, და  ისინი ყოველთვის სხვებს ადანაშაულებენ“, - ამ სიტყვებით ვლადიმერ ზელენსკი მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსები უკრაინაში ჩავიდნენ, ქალაქებს წვავენ და ცდილობენ, უკრაინას დააბრალონ.

ისინი აწამებენ, აუპატიურებენ ჩვენს ხალხს - და მათვე ადანაშაულებენ. ასობით ათასი ტერორისტი ჩამოიყვანეს უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება მათ ქვეყანაში.  ეს არარაობაა პუტინი ნაცვლად იმისა, რომ თავის რუს მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართავს... ერთი დღე გაჩუმდა - ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა მომხდარი უკრაინასთან. ყველაფერი აბსოლუტურად პროგნოზირებადია", - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.


ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე ადამიანებს კლავენ, ნამდვილად საკმარისი იქნება ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად.

და თუ რუსები მზად არიან ჩუმად დაიღუპონ კრაკუსებში და არ დაუსვან კითხვები სპეცსამსახურებს, მაშინ პუტინი შეეცდება არაერთი მსგავის სიტუაცია მოაბრუნოს საკუთარი ძალაუფლების სასარგებლოდ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 


უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ტერორისტებმა ყოველთვის უნდა წააგონ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იცავს და ებრძვის ტერორს.

და მსოფლიომ მათგან თავი ერთად უნდა დავიცვათ, ვინც ხალხს უბრალოდ სახარჯო მასალად მიიჩნევს, - თქვა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები