რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა რაკეტამ პოლონეთი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახევ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 4:23 საათზე მოხდა.
პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვა ერთ-ერთი რაკეტით, რომელიც დღეს ღამით რუსეთის ფედერაციის შორი დისტანციური ავიაციის მიერ იყო გაშვებული. თავდასხმის სამიზნეები იყო დასავლეთ უკრაინის ქალაქები“, - იტყობინება პოლონეთის თავდაცვის უწყება.
განცხადების თანახმად, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ქალაქ ოსიერდოუს მახლობლად, ლუბლინის სავოევოდოში შევიდა და იქ 39 წამი დაყივნა. მას ფრენის განმავლობაში სამხედრო რადარები აკონტროლებდნენ.