აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკამ იცის, ვინ დგას Crocus City Hall-ზე ტერაქტის უკან

24.03.24 12:31
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკამ იცის, ვინ დგას Crocus City Hall-ზე ტერაქტის უკან

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ამერიკამ იცის,  ვინ განახორციელა თავდასხმა Crocus City Hall-ში. მისი თქმით,  ეს არ არის უკრაინა, როგორც ამას პუტინი ამტკიცებს.  ამის შესახებ პოლიტიკოსმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ჰარისმა კროკუსში მომხდარი მოვლენა დი ტრაგედიად შეაფასა,  რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ჩვენ ყველამ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სამძიმარი, - განაცხადა მან.

ამავდროულად, ჰარისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს არ აქვს არანაირი მტკიცებულება უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო შეერთებულ შტატებს აქვს საფუძველი თქვას, რომ სროლა მოსკოვის რეგიონში ISIS-მა განახორციელა.

”არა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება (უკრაინის წინააღმდეგ ) და ჩვენ ვიცით, რომ ყველა მინიშნებით მომხდარზე პასუხისმგებელი ISIS-ია, - თქვა მან.