ევაკუაცია აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში - რუსეთი პანიკამ მოიცვა

რუსეთში სრული პანიკაა - მთელი დღეა რუს სამართადამცველებს აეროპორტების და სავაჭრო ცენტრების დაცლა უწევთ. ევაკუაცია გამოცხადებული იყო მოსკოვშიც და პეტერბურგშიც. ყველგან ბომბს ეძებდნენ. ვინ დგას ამ მუქარის უკან რუსეთის საგამოძიებო სამსახური ვერ ადგენს.
ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი. ასზე მეტი კლინიკებში იმყოფება. ამ დრომდე რუსეთის ხელისუფლება განმარტებას არ აკეთებს, რატომ ვერ აიცილა თავიდან ტერორისტული აქტი, რადგან ამერიკის და ევროპის ქვეყნების საელჩოებმა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს საკუთარი მოქალაქეები საფრთხეების შესახებ. ეჭვებს აჩენს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დუმილიც.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.