რუსებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

25.03.24 14:34
რუსებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი დაბომბეს - სოლომენსკის რაიონში დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი, ხოლო პეჩერის რაიონში - არასაცხოვრებელი შენობა.

სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა სულ მცირე 4 ადამიანი.

ირკვევა, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით ანექსირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა უკრაინელი სამხედროების თანახმად, ორივე რაკეტა მოიგერიეს.

"დაახლოებით 10:30 საათზე მტერმა შეუტია კიევს ორი ბალისტიკური რაკეტით დროებით ოკუპირებული ყირიმიდან. სამიზნეები განადგურდა, ტიპი დგინდება", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.