მოსკოვის საავადმყოფოში, სადაც "კროკუსში" ტერაქტის დროს დაზარალებულები მკურნალობენ, ევაკუაცია გამოცხადდა
მოსკოვში, აფეთქების საფრთხის გამო, საავადმყოფოდან 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საუბარია იმ სამედიცინო დაწესებულებაზე, სადაც "კროკუსში" მომხდარი ტერაქტის შედეგად დაზარალებულებიც მკურნალობენ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
ირკვევა, რო პიროგოვის ეროვნული სამედიცინო და ქირურგიული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე შესაძლო აფეთქების შესახებ წერილი გაიგზავნა. საუბარი იყო ფოსფორის ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე 40 წუთიანი თაიმერით, რომლებიც სამედიცინო დაწესებულების რამდენიმე სართულზე ოთხ ზურგჩანთაში იყო განთავსებული.
ხალხი შენობიდან გაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.
22 მარტის საღამოს მოსკოვის "კროკუს ჰოლის" საკონცერტო დარბაზში ტერაქტი მოხდა. "პიკნიკის" ჯგუფის კონცერტის დაწყებამდე დარბაზში შეიარაღებული ადამიანები შეიჭრნენ და მაყურებელს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ მოხდა აფეთქებები და გაჩნდა ხანძარი. დტერაქტს მინიმუმ 137 ადამიანი ემსხვერპლა.