მედვედევი კროკუს სითიზე თავდამსხმელებზე ამბობს, რომ "ისინი უნდა დახოცონ"

25.03.24 14:44
მედვედევი კროკუს სითიზე თავდამსხმელებზე ამბობს, რომ "ისინი უნდა დახოცონ"

"ყველა მეკითხება,  რა გავაკეთოთ? ისინი დაიჭირეს. ყოჩაღ ყველას, ვინც დაიჭირა. უნდა დავხოცოთ? უნდა დავხოცოთ. და ეს მოხდება - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა თანამონაწილის მოკვლა. ყველასი. ვინც ფული გადაიხადა, ვინც თანაუგრძნობდა, ვინც ეხმარებოდა. ყველა უნდა მოვკლათ." – წერს მედვედევი.

რუსეთში სიკვდილით დასჯის კანონი 90-იანი წლების შემდეგ აღარ მოქმედებს, თუმცა, ტერაქტის ფონზე, ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებმა ეს მოთხოვნა უკვე დააყენეს. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშია. იდენტიფიცირებულია 62 ადამიანის ცხედარი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე ISIS-იმ აიღო.

მსგავსი სიახლეები