უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა - ზელენსკი

25.03.24 16:37
უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა - ზელენსკი

"უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ კიევზე დღეს განხორციელებულ სარაკეტო შეტევას.

ზელენსკის თქმით, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.

რუსმა ტერორისტებმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს კიევში. სამწუხაროდ, ტიპური ურბანული უბნის სახლები დაზიანდა. დაშავებულია 5 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს. ვიმეორებთ, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს. ყველა ჩვენგანმა, ვინც პატივს ვცემთ და ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ ტერორს“, - წერს ზელენსკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.