რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

25.03.24 18:17
რუსებმა ხარკოვი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა საოკუპაციო ძალებმა საჰაერო იერიში ხარკოვზე მიიტანეს - დაბომბვის შედეგად, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.

დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე ოკუპანტებმა მტრული შეტევები განახორციელეს ჩუგუივის რაიონის ქალაქ ვოვჩანსკზე. დაბომბვის შედეგად 65 წლის კაცი დაიღუპა," - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები