გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.
გამოცემა "Reuters"-ის ცნობით, ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც რეზოლუცია დაბლოკა, ამერიკის შეერთებული შტატებია.
ცნობისთვის, მიღებული შეთანხმება ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას და მძევლების უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს.