"კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კიდევ 3 პირი დააკავეს

გამოძიების მოთხოვნით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი თავდასხმის გამო, კიდევ სამი ეჭვმიტანილი დააკავა - რუსული მედიის ცნობით, დაკავებულები, რომელთაც ხელბორკილები ორი თვით დაადეს, ძმები დილოვარი, ამინჩონ ისლომოვები და მათი მამა ისროილი არიან.
ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ტერორისტული აქტის ჩადენაში, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. დილოვარსა და ამინჩონ ისლომოვებს ბრალი უკვე წარუდგინეს, ხოლო მამა ეჭვმიტანილად რჩება.
ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.