ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

26.03.24 10:31
ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს - ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

"ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს" - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

"ისრაელი გაანადგურებს "ჰამასს" და გააგრძელებს ბრძოლას, ვიდრე უკანასკნელი მძევლები არ დაბრუნდებიან სახლში,"- წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რამადანის თვეში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

რეზოლუცია ეხებოდა მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდას.