"რუსების მიერ გაშვებული 12-ვე დრონი ჩამოვაგდეთ" - ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინაზე

26.03.24 10:41
"რუსების მიერ გაშვებული 12-ვე დრონი ჩამოვაგდეთ" - ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინაზე

რუსების მორიგი იერიში უკრაინაზე - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული 12-ვე "შაჰიდის" დრონი ჩამოაგდეს.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე, სუმზე და ნიკოლაევზე.

„მტერმა შეტევა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატით განახორციელა, ასევე S-300 ტიპის ორი საზენიტო მართვადი რაკეტა დონეცკის მიმართულებით გაუშვა“, - ციტირებს მედია უკრაინის საჰაერო ძალების სარდალს, ნიკოლაი ოლეშჩუკს.