აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად, ხიდი ჩაინგრა - მაშველები ადამიანებს ეძებენ (ვიდეო)

26.03.24 13:51
აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად, ხიდი ჩაინგრა - მაშველები ადამიანებს ეძებენ (ვიდეო)

 

 

ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად, ფრენსის სკოტის ხიდი ჩაინგრა, - საერთაშორისო მედიის ცნობით, რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა. 

ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს ეძებენ.

”სამწუხაროდ, მდინარე პატაპსკოში, შესაძლოა, 20-მდე ადამიანი და რამდენიმე ავტომობილი იყოს“, - განაცხადა ბალტიმორის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის კომუნიკაციების დირექტორმა, კევინ კარტრაიტმა CNN-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები