უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

26.03.24 15:53
უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო- ინფორმაციას უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

შმიგალის თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის შემდეგი გადასინჯვისთვის.

„ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.

 

მსგავსი სიახლეები