მედია: სკოლის დირექტორი დაჭრასა და მოსწავლის ცემის ბრალდებით, საბერძნეთში 19 წლის ქართველი დააკავეს
ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს - ბერძნული მედიის ინფორმაციით, მას ბრალად სკოლის დირექტორის დაჭრა და მოსწავლის ცემა ედება.
როგორც მედია წერს, დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელ მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც მედია წერს, 19 წლის ქართველი ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო, რის შემდეგაც უფროსმა ძმაც შურისძიება გადაწყვიტა.