ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

26.03.24 18:13
ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება დღევანდელი დღით თარიღდება.

ზელენსკის მეორე ბრძანებულებით, ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრე ლიტვინენკო დაინიშნა.

ალექსეი დანილოვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე 2019 წლის 3 ოქტომბერს დაინიშნა.

ალექსანდრე ლიტვინენკო კი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსია 2021 წლის 23 ივლისიდან.

მსგავსი სიახლეები