"ჰეზბოლამ" სარაკეტო იერიში ისრაელზე მიიტანა - არის მსხვერპლი

27.03.24 13:14
"ჰეზბოლამ" სარაკეტო იერიში ისრაელზე მიიტანა - არის მსხვერპლი

"ჰეზბოლამ" სარაკეტო იერიში ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაზე მიიტანა - ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად 25 წლის კაცი დაიღუპა.

სარაკეტო დარტყმები სამხრეთ ლიბანში IDF-ის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებზე პასუხს წარმოადგენდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" სრულად აიღო.