პუტინის გარემოცვის ნაწილი „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის კავშირის ვერ ხედავს - Bloomberg

27.03.24 13:28
პუტინის გარემოცვის ნაწილი  „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის კავშირის ვერ ხედავს - Bloomberg

ვლადიმერ პუტინის გარემოცვა "კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმაში უკრაინის ბრალეულობას ვერ ხედავს - გამოცემა "Bloomerg" კრემლთან დაახლოებულ ოთხ ადამიანზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებას კიევის კავშირის არსებობის შესახებ კონკრეტული მტკიცებულება არ გააჩნია.

სააგენტოს თანამოსაუბრის თქმით, კრემლის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უშიშროების სამსახურმა საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტი ვერ აღკვეთა.

ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენოა 145-მდე გაიზარდა.