უკრაინაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორი აგენტი დააკავეს
უკრაინაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორი აგენტი დააკავეს - უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სავარაუდო დამნაშავეები სამხედრო ნაწილებს და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის საჭირო მონაცემებს აგროვებდნენ.
უწყების ინფორმაციით, დაკავების სპეცოპერაცია კიევსა და ოდესაში ჩატარდა. პირების, რომელთაც სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს, ამოცანა რუსეთის საოკუპაციო ძალების საჰაერო შეტევებისთვის შესაბამისი კოორდინატების განსაზღვრა იყო.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი აგენტი ოდესის კომპანიაში დასაქმდა, რათა საჭირო მონაცემები ფარულად მოეპოვებინა, ხოლო მეორე აგენტი კიევში აგროვებდა ინფორმაციას სატელევიზიო ანძის თბოელექტროსადგურის მდგომარეობის შესახებ.