რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ხერსონზე მიიტანეს - არის მსხვერპლი
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ხერსონზე მიიტანეს - სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 61 წლის ქალი დაიღუპა.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა სასიკვდილო დაზიანებები საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მიიღო.
ასევე ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატით ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმზეც მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.