Pussy Riot-ის წევრს რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
Pussy Riot-ის წევრს და ყოფილ დეპუტატს ლუსია სტეინს დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსკოვის ბასმანის სასამართლომ მიიღო.
სტეინი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსული არმიის შესახებ პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული „ფეიქების“ გავრცელებაში.
სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი იყო სტეინის 2022 წლის 27 მარტის ტვიტი, სადაც ის რუსი სამხედროების მხრიდან წამებაზე წერდა.
სტეინმა რუსეთი 2022 წლის აპრილში დატოვა.