"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა - რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს ცნობით, უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ერთ-ერთი დაშავებული, საავადმყოფოში გარდაიცალა.
მურაშკო ამბობს, რომ 4 დაშავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.
ცნობისთვის, 22 მარტს, მოსკოვის საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა. ნიღბიანები ცეცხლსასროლი იარაღიდან მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ისროდნენ.