ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. დეპუტატებს რუსეთში შესვლა 2049-წლამდე აუკრძალეს
"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები რუსეთში არ შეუშვეს - მედიის ცნობით, დავით სანაკოევს, გარი მულდაროვსა და ძამბოლატ მედოევს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ და "სამხრეთ ოსეთის პასპორტებით" ნიჟნი ზარამაგის საგუშაგოს გადაკვეთას ცდილობდნენ.
ფსბ-ს ჩრდილოეთ ოსეთის დეპარტამენტიდან მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათ ფედერაციაში შესვლა 2049 წლის 18-მარტამდე ეკრძალებათ. მიუხედავად დადგენილებისა, დეპუტატები არ ეთანხმებიან მიღებულ გადაწყვეტილებას და ამტკიცებენ, რომ ჯერ კიდევ რუსეთის მოქალაქეები არიან.