რუსებმა მიკოლაევი დაბომბეს - დაშავებულია ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე

რუსმა საოკუპაციო ძალებმა მიკოლაევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია - იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.