ნობელის პრემიის ლაურეატები პუტინის წინააღმდეგ ერთიანდებიან

28.03.24 10:25
ნობელის პრემიის ლაურეატები პუტინის წინააღმდეგ ერთიანდებიან

ნობელის პრემიის ლაურეატები პუტინის წინააღმდეგ ერთიანდებიან - აკადემიური, კულტურული და სამეცნიერო სფეროს 39-მა წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომლითაც დასავლეთისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას და პუტინის პრეზიდენტად არ აღიარებას ითხოვენ.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ პუტინის რეჟიმი ცივილურ სამყაროს საფრთხეს უქმნის, რაც მათი მოსაზრებით, ალექსეი ნავალნის ბურუსით მოცულმა სიკვდილმაც დაადასტურა.