ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ WSJ-ის ჟურნალისტს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა გაუხანგრძლივა

28.03.24 10:31
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ WSJ-ის ჟურნალისტს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა გაუხანგრძლივა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ "ვოლ სტრით ჟურნალის" ჟურნალისტს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა გაუხანგრძლივა - ევან გერშკოვიჩი, პუტინის მორჩილი მოსამართლეების დამსახურებით, პატიმრობაში მინიმუმ 30-ივნისამდე დარჩება.

გავლენიანი გამოცემის თანამშრომელი გასული წლის 29 მარტს, ეკატერინბურგში დააკავეს.  სასამართლო პროცესებს ესწრება ამერიკის ელჩი რუსეთში, რომელიც ჟურნალისტის პატიმრობას, ისევე როგორც ამერიკის მთავრობა, უკანონოს უწოდებს.

მანამდე კი, რუსეთის დიქტატორმა "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში ფაქტობრივად აღიარა, რომ გერშკოვიჩი მძევალია და მისი გაცვლაც იგეგმებოდა.