"კროკუს სითი ჰოლზე" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 143-მდე გაიზარდა
მოსკოვში მოწყობილი ტერაქტის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა - გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდეგ მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოებში ამ დრომდე 76 დაშავებული რჩება, საიდანაც ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.
"კროკუს სითი ჰოლში" სამძებრო ოპერაცია უკვე დასრულდა. 143 გარდაცვლილიდან ზოგის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. ცხედრების ნაწილი კი იმდენად დაზიანებულია, რომ მათი ვინაობის დასადგენად გენეტიკური ანალიზია საჭირო.