აფხაზეთში პროტესტმა იფეთქა - საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარედ ხალხის გასახლებას გეგმავს

28.03.24 14:18
აფხაზეთში პროტესტმა იფეთქა - საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარედ ხალხის გასახლებას გეგმავს

აფხაზეთში პროტესტმა იფეთქა - საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის გასახლებას გეგმავს.

ე.წ. ენერგეტიკის მინისტრი ადგილობრივებს 26 მარტს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა პროტესტი გამოთქვა გასახლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„შესაძლოა ვინმე დათანხმდეს გადასვლას, მაგრამ ამას ყველა არ ეთანხმება, თუნდაც კომპენსაცია გადაიხადოს“, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

აეროპორტის ტერიტორიაზე ძველი შენობების დემონტაჟი თებერვალში დაიწყეს.  სოხუმის აეროპორტი პირველ საცდელ რეისს რუსეთიდან წელს მიიღებს.

2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია განახორციელებს.