გერმანიამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

28.03.24 19:39
გერმანიამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

საარტილერიო და სატანკო საბრძოლო მასალა, უპილოტო საფრენი აპარატები, ყუმბარმტყორცნები, 155 მმ ჭურვები და საბრძოლო მასალას Leopard 2A6 ტანკებისთვის - გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის 5 სარემონტო-ევაკუაციის მანქანა, Warthog-is 9 ერთეული მანქანა, 6 ცალი WISENT 1-ის გამანადგურებელი მანქანა...SATCOM სათვალთვალო სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2056 RGW90 Matador ყუმბარმტყორცნი და 70 GMG ყუმბარმტყორცნი, 3000 შენიღბვის ბადე, გენერატორები.

ასევე, სამომავლოდ უკრაინისთვის გადასაცემ სიაში მოხვდა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები, 20 მარდერის ჯავშანმანქანა და სხვა აღჭურვილობა.

მსგავსი სიახლეები